logo
ENG



ნათელაშვილისა და ჯაფარიძისთვის მანდატების შეჩერებაზე სხდომა კოვიდის მიზეზით გადაიდო

31 იან 202212:55
3 წუთის საკითხავი
 

საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომა, სადაც ბადრი ჯაფარიძისთვის, ელენე ხოშტარიასა და შალვა ნათელაშვილისთვის მანდატების შეჩერებაზე უნდა ემსჯელათ, გადაიდო. 

მიზეზად კორონავირუსი დასახელდა - კომიტეტის წევრების დიდი ნაწილი ინფიცირებულია. 

თუმცა, კულუარულად გავრცელებული ინფორმაციით, მმართველმა გუნდმა პოლიტიკური გადაწყვეტილება ვერ მიიღო. 

ელენე ხოშტარია მანდატის შეჩერებას თავისივე განცხადების საფუძველზე ითხოვს. 

შალვა ნათელაშვილს მმართველი პარტია სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენას ედავება. 

ბადრი ჯაფარიძე კი თბილისის საქალაქო სასამართლომ გაამტყუნა და დამნაშავედ ცნო და პარლამენტიდან მისი გაშვება ქართულ ოცნებას სწორედ ამიტომ უნდა. 

ოპოზიციონერი დეპუტატები აცხადებენ, რომ თუ ბადრი ჯაფარიძეს მანდატი შეუჩერდება, ეს მმართველი გუნდის მხრიდან პოლიტიკური დევნის გაგრძელება იქნება. 


close დახურვა